Τετάρτη 5 Ιουνίου 2013

აფხაზეთი





ნეტავი  კიდევ  მაჩვენა,
შავი  ზღვა  თეთრი  გედები.
აყვავებული  სოხუმი,
ზღვაში  შესული  გემები.
ცაში  აჭრილი  მტრედები,
მშვიდობის  მოღუღუნები.
ქართველთ  და  აფხაზთ  სიმღერა,
ერთ  ხმაში  მოგუგუნები.
ღმერთმა  განაგოს  მის  ბედი,
და  იყოს  შეჩვენებული.
ვინაც  აჩხუბოს  ორი  ძმა,
არ  შეუშალოს  მათ  ხელი.
ცუდის  კეთებას  რა  უნდა,
კარგის  კეთება  არს  ძნელი.
კარგათ  დავფიქრდეთ  გავიგოთ,
ვინ  მოყვარეა  ვინ  მტერი.
დროა  ვისწავლოთ  გარჩევა,
კარგის  და  ცუდის  ჩამდენის.
ჩვენის  მტრებისა  წისქვილზე,
წყალი  დავასხით  რამდენი.
დროა  ავაგოთ  ხიდები,
აფხაზ  და  ქართველთ  ძმობისა.
უნდა  ავანთოთ  სანთლები,
ომში  დაღუპულთ  ხსოვნისა.
ვით  დაჭრილ  არწივს  აფხაზეთს,
თავს  დასცემიან  სვავები.
ჯიჯგნიან  ნაკუწ-ნაკუწად,
ასე  აქვთ  დანაბარები.
ნუ  ვეჩხუბებით  ერთმანეთს,
ნუ  ავივსებით  ბოღმითა.
თორო  ჩვენს  მიწას  ჰპატრონობს,
მტერი  მოსული  შორითა.
ერთ  დღეში  სხვას  ნუ  გადავცემთ,
რაც  რომ  ვაშენეთ  წლობითა.
და  უპატიჟო  სტუმართა,
ვერ  მოვიცილებთ  ოხვრითა.
აფხაზ  ძმათ  გვერდში  დაუდგეთ,
ამერ-იმერნო  ქართველნო.
საუკუნეთა  მანძილზე,
მრავალი  ჭირის  მნახველნო.
დროა  ავისხათ  აბჯარი.
ქართველთ  და  აფხაზ  გულადთა,
უნდა  დატოვონ  მამული,
მათ  უპატიჟო  სტუმართა.


ათენი.   12/9 2012წ.  თემურ  სისაური  [ჭალელი].

Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου