უფალო შეგვინდე,
მოგვეცი საშველი.
რატო სტოვს სამშობლოს,
ამდენი ქართველი.
ადრე თუ ძალით,
გვართმევდნენ ენას.
საეჭვოდ ვთვლიდით,
ჩვენს გადარჩენას.
დღეს კი ჩვენ თვითონ,
ვივიწყებთ ენას.
და პატივსა ვცემთ ,
უცხოურს ყველას.
ვივიწყებთ უფალს,
წინაპართ რწმენას.
წმინდანთა სულებს,
ვაკადრებთ წყენას.
და თუ დაკარგა,
ქართველმა რწმენა.
ის ხომ ქართველად,
აღარ ითვლება.
თუ გადაჯიშდა,
ქართული სული.
არც საქართველო,
აღარ იქნება.
ათენი.2/6 2013წ. [ჭალელი].
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου