Παρασκευή 7 Ιουνίου 2013

გიორგი სააკაძის ხსოვნას.






აშრიალებს  ნოსტეს,
ვერხვის  ფოთლებს  ქარი.
თავს  დაუდგავს  დევ-კაცს,
მუზარადი  შავი.
ელოდება  მარტყოფს,
შევარდენთა  ჯარი.
სამშობლოს  გულისთვის,
მტერს  შეაკლან  თავი.
უძილოა  ჯერაც,
არ  უხუჭავს  თვალი.
ულესია  წუხელ,
ჩვენს  გიორგის  ხმალი.
ერისთავთა ასულს,
ხელთუპყრია  ჯვარი.
უნდა  შეავედროს,
უფალს  შვილნი  ქმარი.
რუსუდანის  ლოცვა,
გაამხნევებს  გმირებს.
ქვეყნის  შესაწირად,
გააგზავნის  შვილებს.
იქ  მარტყოფის  ველზე,
დაუბერავს  ქარი.
არ  ჩერდება  ერთ  წუთს,
სააკაძის  ხმალი.
ერთი  დარტყმით  ლომმა,
ბევრს  გაუპო  თავი.
ქართველთ  მამულისთვის,
არ  დაზოგეს  კლავი.
შეალეწეს  მტერზე,
ისარი  და  ფარი.
დაამარცხეს  მარტყოფს,
მტრის  ურიცხვი  ჯარი.
შემოდგომის  სურნელს,
რა  სჯობია  ქართლში.
ქვემო-ჭალის  ღვინო,
მორაკრაკებს  ჯამში.
სააკაძის  ხსოვნას,
მუდამ  ვიტყვით  სმაში.
სადაც  გინდა  ვიყოთ,
ქეიფში  თუ  ხატში.




ათენი.25/2 2013წ.     თემურ  სისაური [ჭალელი].

                               საქართველო      ქვემო-ჭალა.


Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου