ყაყაჩოები შინდისთან
ყაყაჩოები შინდისთან,
სისხლისფრად შეღებილიყო.
ჩვენი ბიჭების სიცოცხლე,
ზვარაკად შეწირულიყო.
არ შეუშინდნენ ურიცხვ მტერს,
არ დაუკარგავთ იმედი.
სიკვდილის წინაც მღეროდნენ,
გაუტეხელნი მცირენი.
მეორედ დაბადებულან,
ქართლის მიწაზე გმირები.
მათ საფლავებზე არ ჭკნება,
ენძელები და იები.
საღამოს გორის ციხესთან,
როცა მზე ჩაესვენება.
ჩვენი ბიჭების სიცოცხლე,
სამშობლოს შეეწირება.
ჯიში მოყვებათ წინაპართ,
დაბადებულან გმირებად.
დასთმეს მათ ახალგაზრდობა,
ჩონგურს გაუბეს სიმებად.
ნათელში ამყოფოს უფალმა მათი სულები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისულებას შესწირეს. დიდება გმირებს მათი სახელები უკვდავია.
1/4 2015 ათენი.
თემურ სისაური.
ყაყაჩოები შინდისთან,
სისხლისფრად შეღებილიყო.
ჩვენი ბიჭების სიცოცხლე,
ზვარაკად შეწირულიყო.
არ შეუშინდნენ ურიცხვ მტერს,
არ დაუკარგავთ იმედი.
სიკვდილის წინაც მღეროდნენ,
გაუტეხელნი მცირენი.
მეორედ დაბადებულან,
ქართლის მიწაზე გმირები.
მათ საფლავებზე არ ჭკნება,
ენძელები და იები.
საღამოს გორის ციხესთან,
როცა მზე ჩაესვენება.
ჩვენი ბიჭების სიცოცხლე,
სამშობლოს შეეწირება.
ჯიში მოყვებათ წინაპართ,
დაბადებულან გმირებად.
დასთმეს მათ ახალგაზრდობა,
ჩონგურს გაუბეს სიმებად.
ნათელში ამყოფოს უფალმა მათი სულები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისულებას შესწირეს. დიდება გმირებს მათი სახელები უკვდავია.
1/4 2015 ათენი.
თემურ სისაური.