Σάββατο 15 Ιουνίου 2013

არაგველთა ხსოვნას






იქ  სადაც, ლურჯსა  ენძელებს,
ცვარ-ნამი,  თავსა  დაჰყრიათ.
კავკასიონი  ამაყად,
ცის  კიდეს, ფარად  გაჰკვრია.
დარაჯად  უდგას  სამშობლოს,
გულში  ვარამი  დასტყვია.
ბევრი  კაი  ყმის  მარჯვენა,
იმის  კალთებზე  მარხია.
მამა-პაპათა  გმირობა,
ამ  მხარეს,  კიდევ  ატყვია.
მათ  საფლავებთან  გაზაფხულს,
ია  და  ვარდი  ჰყვავიან.
ბულბული,  შაშვი,  მერცხალი,
მშვიდობის  მოსვლას  ჰხარიან.
ხევში  მჩქეფარე  არაგვი,
ადიდებულა  ძალიან.
დაბლა  ქვა-ლოდებს  აგორებს,
სიმღერას,  ამბობს  ზარიანს.
წინაპართ  ხსოვნას  უმღერის,
რა  გააჩერებს  ჯავრიანს.



თემურ  სისაური.  საქართველო.

ათენი.7/1 2013წ.  შობის  ღამე.

Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου