Παρασκευή 28 Ιουνίου 2013

მიუალერსებ ჩემს მამულს.


როცა  ჩაუვლი ანატორს,
გული  ბაგა-ბუგს  დამიწყებს.
მიუალერსებ  ჩემს  მამულს,
ალბათ  სიმართლეს  გამიმხელს.
მივყვები  ძველ  სამარხოვანს,
სალ  კლდეებს,  ჭიუხს,  საჯიხვეს.
მამა-პაპათა  საძვალე,
დიდ  ხმაზე, ჩურჩულს  დაიწყებს..
ბევრჯერ  დაგვეცა  ურჯულო,
გატეხეს  კლდისა  კარია
მაგრამ  ვიცავდით  სამშობლოს,
არ  შევარცხვინეთ  მთანია.
დავხოცეთ  როგორც  ყანასა,
ისე  ვაცალეთ  თავია.
რადგან  ვიყავით  მართალი,
ვერას  გვიზავდა  მტერია.
მეფის  ერთგულნი  ვიყავით,
ფშავ-ხევსურეთის  ერია.
მტერთან  ბრძოლაში  გვფარავდა,
ლაშარის  სალოცავია.
სამშობლოს  კარის  დაცვა  ხომ,
მთიელთ  სიკვდილის  დარია.
მტერმა  ვერაფერ  დაგვაკლო,
ჟამმა  დაგვრია  ხელია.
ბევრი  გვარ  გაწყდა  ხევსურეთს,
აოხრდა  ციხე-კერია.
ვაჟებ  მრავალი  ყოფილა,
სისაურების  გვარია.
ბევრჯერ  იწვნია  მტრის  ზურგმა,
მათი  მახვილი  მჭრელია.
სისაურებიც  გამწყდარან,
არ  დარჩენილან  ბევრია
დიდება  ანატორის  ჯვარს,
თავისი  ყმათა  მხსნელია.
ხადას  ხეობას  დასახლდნენ,
შორს  წასვლა  მათთვის  ძნელია.
მთიულეთშია   იუხოს,
დღესაც  დგას  კოშკი  ძველია.
სისაურ-  ირიაულთა,
ნაშენი   ოჯახთ  მცველია.
ზოგმა  ვერ  დასთმო  საჯიხვე,
ლიქოკს  დაიდო  კერია.
ლიქოკელები  გამხდარან,
ძირძველი  სისაურები.
სამშობლოს  დაძახილზედა,
ვაჟკაცთ  უცემდათ  გულები.
კარატის  ყმანი  არიან,
ჰფარავდეთ  მისი   მადლია.
მთა იყო,  კიდევაც  არის,
გაუტეხელი   ხმალია.
ბევრჯერ  შაყრილან  საომრად,
ლიქოკის  ჭალას  ხევსურნი
გაუწირნიათ  სიცოცხლე,
იყვნენ  სამშობლოს  ერთგულნი.
თქვენ  შაგეწიოთ  ხევსურნო,
ანატორისა  ჯვარია.
ბევრი  გეხოცოთ  ნადირი,
ჯიხვი  არჩვი  და  შველია.
ბევრიც  მაგეკლათ  ვაჟებო,
ირემი  ფური, ხარია.
ჭერხო  აგევსოთ  ლეშითა,
ჯინი,  თავხე  და  ბანია.
ნადირობიდან  შინ  მასულს,
ყელს  შამაგეხვეს  ქალაი.
გაგაძღოს  სიყვარულითა,
ბალღებს  უმღეროს  ნანაი.
ქალს  სილამაზე  ამშვენებს,
ვაჟკაცსა  ხმალი,    სახელი.
არ   გამოლიოს  უფალმა,
საქართველოში  ქართველი.
ანატორს  წყალი  ჩამოდის,
ცივია  ყინულიანი.
ბევრი  ჰყოლია  ამ  სოფელს,
ვაჟები  სახელიანი.
მტერთან  მებრძოლი,
უშიშნი,
ვით  კლდენი  ხავსებიანი.
ციხე-კოშკები,  სათოფე,
მტრისათვის  ზიანიანი.
ხვავი  ბარაქა  ჰქონიათ,
ცხვარ-ძროხა   ღალებიანი.
ლამაზ  ქალ-ვაჟიც  ჰყოლიათ,
ტკბილი  ხმით   მოუბრიანი.
მტერ-მოყვარისა  დამხვდურნი,
ამაყნი,  ზრდილობიანნი.







ათენი  29/62013წ. თემურ  სისაური  [ჭალელი]  თბილისი.



Τετάρτη 26 Ιουνίου 2013

ჩემი შატილი და ანატორი


ჩემი  შატილი  და  ანატორი,
ჩემი  პირიმზე,  ცის  კაბადონი.
რამდენი  მტერი  ჰყავთ  დანახული,
რამდენი  სევდა  აქვთ  დამარხული.
აქ  ხომ  სამოთხეა,  ჩვენი  სავანეთი,
დუმილს  მოუცვია,  ძველი  სამარხები.
თქვენი  პატრონები  მიწას  შერევიან,
ნეტავ  უთქვენობას  როგორ  ელევიან...
ღამე  თუ  გამოვლენ  ყავარჯნებით,
სახლ-კარს  შეხედავენ  დანანებით.
ჭირსაც  და ლხინსაც,  ხომ  სიმღერით  ხვდებიან,
სევდას  იქარვებენ  და  სიკვდილს  ებრძვიან.
ჩვევად  გქონიათ,  გევლოთ  გამარჯვებით,
ვაჟის  დაბადებას,  ხვდებოდით  გახარებით.
ერთი  ყმით  მეტი  გეყოლებოდათ,
როცა  სამშობლოს  ბედი  წყდებოდა.
ჩემი  შატილი  და  ანატორი,
დიდი  წინაპრების  დანატოვი.
მოველ  თქვენი  შვილი  დაკარგული,
უნდა  გაგიმთელოთ  გული  გაბზარული.
შენ  ჩვენო  წმინდა  ჯვარო  ანატორო,
ეს  ღამე  მინდა,  შენთან  გავათენო.
დახავსულ  კედლებს,  სული   ჩაბერო  და
ჩემი  კარ-მიდამო  კვლავაც  აამღერო.
ჩამონგრეული  ბებერი  ციხე,
ცისფერი  მთები,  ჭალა  და  რიყე.
მომნატრებიხარ  შენ  ხევსურეთო,
მინდა  ჩაგიკრა,  სულ  შენთან  ვიყვე.
წყარო  არ  მისვავს  შენი  ხევების,
მაგრამ  ყლორტი  ვარ  შენი  ფესვების,
მეც  ერთი  ყმა  ვარ,  შენი ხატების,
ჯერ  კიდევ  მიდუღს  სისხლი  პაპების.
თოვლად  მოვალ  და  ნაღველს  გაგიდნობ,
წვიმად  მოვალ  და  გულსაც  დაგილბობ,
მოვალ  შენს  მთებში  ბინას  დავიდებ,
თუ  სიცოცხლეს  მთხოვ  მასაც  დაგითმობ.










ათენი26/6 2013წ.  თემურ  სისაური [ჭალელი]. თბილისი.


Σάββατο 22 Ιουνίου 2013

ლექსო თუ გამითავდები


ჩემო  ლექსების  სალაროვ,
შენა  ხარ,  ჩემი  ძალაო.
ლექსო,  თუ  გამითავდები,
მეც  წამიყვანე  თანაო.
შენა  ხარ,  ჩემი  იმედი,
ჩემი  სახლი  და  ყანაო.
ულექსოდ,  უსიყვარულოდ,
გულმა  ვერ  გაიხარაო.
ლექსო,  ძილშიც  და  ცხადშიაც,
ჩემთან  დადიხარ  თანაო.
თუ  სიყვარულმა  დამტოვოს,
შენ  არ  წახვიდე  არაო.
ჩემი  ლექსების  კონამა,
დიდი  გზა  გაიარაო.
ლამაზი  ქალის  ტრფიალმა,
ფუჭად  არ  ჩაიარაო.





ათენი  22/6 2013წ. თემურ  სისაური. თბილისი.

Πέμπτη 20 Ιουνίου 2013

შატილი


სისხლის  ყივილი  გავიგე,
მეძახის,  ჩემი  შატილი,
წუხელ  სიზმარში  ჩამესმა,
ხევსურთ  ღრეობა  ნამდვილი.
ჩემი  სუნთქვაა შატილი,
ჩემი  წინაპართ  ნაწილი,
ჩემი  სიცოცხლე,  სიკვდილი,
ჩემი  ბებიის  მანდილი.
სამშობლოს  გადასარჩენად,
ბევრი  სისხლი აქვთ  დაღვრილი.
შუაღამისას  როდესაც,
სოფელსა  სძინავს  ღრმა  ძილით.
გარეთ  გამოვლენ  საფიხვნოს,
ჩემი  პაპების  აჩრდილნი.
ეტყობათ  ნაიარები,
მტერთან  ბრძოლაში  დაჭრილნი.
ფერს  არ  შაიცვლის  არასდროს,
ამაყი  მთისა  არწივი.
საომრად  ემზადებიან,
უნდა  ალესონ  მახვილი.
კოშკებზე  ცეცხლი  აანთეს,
ისმის  მეგზურის  ძახილი,
მძინარეს  მტერი  დაგვეცა,
უნდა  დავიცვათ  რძალ-შვილი.
აჩქარდნენ  ხევსურთ  ვაჟები,
ომს  აღარ  უნდა  ჯახირი,
ერთი  ნატვრა  აქვთ  მათ  გულებს,
შეაბან  მტერსა  აღვირი.

ათენი. 21/6 2013წ.  თემურ  სისაური [ჭალელი]. თბილისი.

მურაზი სისაურის ხსოვნას




შენ  სისაურო  მურაზი,
ჭალას, თავკვერსა სწურავდი.
წმინდა  გიორგის  საყდრებსა,
ახალ  გუმბათებს  ჰხურავდი.
გვერდში  დაგიდგნენ  შენები,
ბიძაშვილ  მეგობრებია.
მეზობელ თანასოფლელნი,
მთელი  სოფელი  შენია.
ილო  გყავს  კიროთხუროი,
ბათილაშვილის  გვარისა,
სახლები  უშენებია,
ხალხი  მომსწრეა  ამისა.
ქვიშას,  ურევენ  საყდართან,
მიშა,  თამაზი  ჩვენია.
გურამი, კაკო,  ვასკია,
განთიადს  აქა  ხვდებიან.
ავთო,  რომო  და თამაზი,  .
ქვასა  ზიდავენ  ხევიდან.
თემო,  გოგლე  და  გურამი,
ქვების  მზიდავებს  ელიან.
რომ  მიაწოდონ ლოდები,
ხარაჩოებზე  დგებიან.
შიგნიდან  საყდარსა  ლესავს,
ნოდარი  სისაურია.
ლამაზ   ჩუქურთმებს  უკეთებს,
არ  დაიშურა  ხელია.
გარედან  ბათქაშს  აყრიან,
ცხონდეს   იმათი სულები,
გურამი  ჭეხაშვილი
და  გორჯოლაძე  ჟორაო.
არ  დაუკარგოთ  ბიჭებო,
არავის  თავის  შრომაო.
ალესა  გორჯოლაძესა,
წვლილი  მიუძღვის  ბევრია.
ისერგიშვილო  ბესიკა,
შენ  დაგელოცოს  ჭერია.
ნოდო  გეთაშვილს  აქებენ,
მებაღიშვილსა  ოთარის.
ბათილაშვილსა  ალიკას,
და  აბულაძე  ლევანის.
ბევრნი  ვიყავით  არ  მახსოვს,
ყველას  ჩამოთვლა  ძნელია.
მიშკა,  გელა  და ილია,
სისაურები  გვარადა.
ცუნცულა,  ტიტო,  ნოდარი,
ყველანი  მაშველ  ძალადა.
ნუგზარი  გახელაძეა,
სიხარულს  ვერა  მალავდა,
მურაზი  ჩვენი  საქმენი,
შვილებს  ექნებათ  ამბადა.
ტენტერაშვილი  ოთარა,
სუფრას  უხდება  თამადად.
ოქო,  ნუგზარა,  ალიკო,
ღვინოს  ასხავენ  თამამად.
ტარიელა  კი  ყანწს  დალევს,
სპირიდონს  აწვდის  ალავერდს.
ვინც  ვერ  ვახსენო  ამ  ლექსში,
წმინდა  გიორგი  ფარავდეს.
კარლო  ლექსს  ამბობს,  ჩააქსოვს,
მთა-ბარის  სიყვარულსაო
და  მოიგონებს  ბიჭებსა,
სამშობლოს  შეწირულსაო.
ზურიკო  მანჯიკაშვილსა,
მერაბი  გეთაშვილსაო.
ზურიკო  ნაცვლიშვილსა
და   ნიკო  ხუბაშვილსაო.
ბესიკა  ოთარაშვილსა,
ხსოვნა  უკვდავთა  სულსაო.
მათი  გმირობის  ამბები,
ჩცენც  გაგვიმაგრებს  გულსაო.
არ  დაევიწყოთ  ჩვენ  შვილებს,
ომის  ბიჭების  სახელი,
ხსოვნა  ეთქვათ  და აენთოთ,
მათ  საფლავებზე  სანთელი.
შენ  ჩემო  ძმაო  მურაზი,
ჩვენი  სოფლისთვის  ზრუნავდი,
დღედაღამ  სოფლის  ფიქრშია,
შენ  ვაჟკაცობას  სწირავდი.
ვინც  სოფლის  საქმე  აკეთა,
ხალხმა  კი  იცის  ვინც  არის,
წმინდა  გიორგი  მოწმეა,
ჩვენი  მსაჯული  ის  არის.
ვინც  კი  წავიდნენ  იმ  ქვეყნად,
ცხონდეს  იმათი  სულები.
ცოცხლებს  კი  აქ  გაუმარჯოთ,
გაევსოთ  ღვინის  ჭურები.
წმინდა  გიორგი  ჰფარავდეთ,
მათ  გაეზარდოთ  შვილები
და  გამოადგნენ  მამულსა,
გამრავლდნენ  ერის  შვილები.


ეს  ლექსი  მიუძღვენი,  დიდი  ქართველი  მამულიშვილის,  მურაზი  სისაურის  და  აწ  გარდაცვლილი  ჩემი  თანასოფლელების  ხსოვნას.
ცოცხლებს,  კი  უსურვებ  დიდხანს სიცოცხლეს  და  ჯამრთელობას,  ყველას  ჩამოთვლა  ფიზიკურად  შეუძლებელია,  რაზედაც  უხდი  ბოდიშს.

ათენი 8/5 2013წ.  თემურ  სისაური [ჭალელი].  ქვემო-ჭალა.
                                                                  საქართველო.  თბილისი.
















Τρίτη 18 Ιουνίου 2013

პაატას ხსოვნას






კვლავ,  ტრიალებს  ქართლში,
შეწირულთა  სული.
ვერ  წაგვართვა  მტერმა,
მამული  და   რჯული.
ერთაწმინდის  ტაძარს,
დასტრიალებს  მტრედი.
ცხოვრებაში  ერთხელ,
რატო,  მღერის  გედი.
შორს,  ირანის  მთებში,
სიმღერის  ხმა,  გვესმის.
და  პაატას  სული,
''ლალე'' '' ლალეს''  მღერის.
ღმერთო,  შენ  მიცოცხლე,
ცა  და  მიწა  ჩემი.
გაუმარჯვე  ქართველს,
გამიმრავლე  ერი.
ერთაწმინდის  ტაძარს,
დასტრიალებს  მტრედი.
ცხოვრებაში  ერთხელ,
რატო  მღერის  გედი.


ათენი.15/4. 2013წ.  თემურ  სისაური  [ჭალელი].  თბილისი.
                         

რა დროს ძილია ბედკრულნო.






მოდის  ჩანჩქერი  გადმოჰქუხს,
დაბლა გაავსებს  მდინარეს.
ჩემ  საქართველოს  აღვიძებს,
დამღლელი,  ძილით  მძინარეს.
რა  დროს,  ძილია  ბედკრულნო,
ეხლა, თავს  უნდა  სწირავდეთ.
სამშობლოს  დასახსნელადა,
თოფ-იარაღსა  სინჯავდეთ.
არაგვი  ადიდებულა,
აჰყვა, ჩანჩქერის  ხმასაო.
ყველას,  საომრად  უძახის,
მაღლა  მთას,  დაბლა  ბარსაო.
ბიჭი  ის  არის,  ვინც  დღესა,
მაგრად,  მოიქნევს  ხმალსაო.
მკვირცხლ,  გააჭენებს  ლურჯასა,
მტერსაც  მოუჭრის  გზასაო.
მამულსა,  თავსა  შესწირავს,
მტერს, არ  დაუდებს  ზავსაო.
გაიღვიძებენ  ქართველნი,
გაიმეტებენ  თავსაო.
არ  ავიწყდებათ  ვაჟკაცებს,
გადახდა  უნდა  ვალსაო.
მტერმა,  მამული  წაგვართვა,
აქეთ, ჩვენა  გვდებს  ბრალსაო.




ათენი. 12/5. 2013წ.      თემურ  სისაური.  ქვემოჭალა  საამილახვრო.
                                                                                     საქართველო.

Σάββατο 15 Ιουνίου 2013

არაგველთა ხსოვნას






იქ  სადაც, ლურჯსა  ენძელებს,
ცვარ-ნამი,  თავსა  დაჰყრიათ.
კავკასიონი  ამაყად,
ცის  კიდეს, ფარად  გაჰკვრია.
დარაჯად  უდგას  სამშობლოს,
გულში  ვარამი  დასტყვია.
ბევრი  კაი  ყმის  მარჯვენა,
იმის  კალთებზე  მარხია.
მამა-პაპათა  გმირობა,
ამ  მხარეს,  კიდევ  ატყვია.
მათ  საფლავებთან  გაზაფხულს,
ია  და  ვარდი  ჰყვავიან.
ბულბული,  შაშვი,  მერცხალი,
მშვიდობის  მოსვლას  ჰხარიან.
ხევში  მჩქეფარე  არაგვი,
ადიდებულა  ძალიან.
დაბლა  ქვა-ლოდებს  აგორებს,
სიმღერას,  ამბობს  ზარიანს.
წინაპართ  ხსოვნას  უმღერის,
რა  გააჩერებს  ჯავრიანს.



თემურ  სისაური.  საქართველო.

ათენი.7/1 2013წ.  შობის  ღამე.

Τρίτη 11 Ιουνίου 2013

არ დავბერდებით





ისე  გაირბენს  ახალგაზრდობა,
ვით  შემოდგომის  ჩქარი  ქარები.
გული  კი  ისევ  ძველებურად  ძგერს,
ასე  გვგონია  არ  დავბერდებით.
მოვა  სიბერე  ვერ  გავექცევით,
როგორც  ყაჩაღი  აგვყრის  იარაღს.
და  გაიხსნება  გულის  კუნჭულში,
ახალგაზრდობის  ძველი  იარა.
შენი  დანახვა,  კვლავ  ძალას  მომცემს,
გულში  ამინთებს,  იმედის  ცეცხლსა
და  სიყვარული  თუ  გადაარჩენს,
უდაბნოში  მდგარ  მომაკვდავ  ხესა.




ათენი.  27/5.2013წ  თემური  სისაური  [ჭალელი].

საიდან მოხველ მთვარეო







საიდან  მოხველ  მთვარეო,
ნეტავი  მითხრა  მალეო.
როგორ  არიან  ჩემები,
სამშობლო  ჩვენი  მხარეო.
შენ  ერთს  შეგნატრით  სუყველა,
ცა  და  ზღვა  მოიარეო.
საქართველოში  რომ  წახვალ,
ჩემებთან  გაიარეო.
წერილს  გაგატან  მშობლებთან,
და-ძმაი  გამიხარეო.
გფარავდეს  წმინდა  გიორგი,
ჩემო  მშობელო  მხარეო.




ათენი. 26/5. 2013წ.  თემო  ჭალელი.

საქართველო


მაგონდება  საქართველო,
შორეული  ზღაპრული.
მაგონდება  დედა  მამა,
იავნანა  ქართული.
მაგონდება  ის  დღეები,
როცა  ვიყავ  პატარა.
საქართველოს  სიყვარული,
დედამ  რომ  დამიბარა.
ნუთუ  მართლა  ამ  ჩემს  გულში,
სიყვარული  მმართველობს.
ვენაცვალე  მე  იმ  ქართველს,
ვინც  რომ  ყველგან  ქართველობს.


ეს  ლექსი  დავწერე  1982წ. სამხედროში  ყოფნის  დროს,  სამშობლოზე  მონატრებულმა.
ქ.  ვლადიმირში  თუ    ჯარის  მეგობრებმა  წაიკითხონ    მომწერონ.
     [რუსეთი]



თემურ  სისაური.  ქვემო-ჭალა  კასპი.
       
11/6. 2013წ.  ათენი.

Δευτέρα 10 Ιουνίου 2013

ტენტერაშვილი გოგიას ხსოვნას

ტენტერაშვილო  გოგია,
ერის  კაცობა  გცოდნია.
არ  შეგიბრალა  სიკვდილმა,
იმასაც  კარგი  სდომია.
შენ  ძმაო  ბევრს  არ  ტრაბახობ,
შენი  კაცობის  ამბებსა.
საიქიოში  წაიღებ,
შენსა  ვაჟკაცურ  ზრახვებსა.
ვეღარ  გაუძლო  მაგ  გულმა,
ჩვენი  სამშობლოს  ჩაგვრამა.
ბევრი  გაზარდოს  შენსავით,
მშობელმა  დედამ,  მამამა.
კიდევაც  დაიზრდებიან,
შენს  კარმიდამოს  შვილები.
ღმერთო  უცოცხლე,  ჩვენს  მამულს,
მტერთან  მებრძოლი  გმირები.




ვუძღვნი  ჩემი  ბავშვობის  მეგობარს,  რომლის  უდროოდ  სიკვდილმა,  მაგრა  მატკინა  გული.



ათენი.  თემური  სისაური  [ჭალელი].  8/5. 2013წ.

Σάββατο 8 Ιουνίου 2013

გულის ჩურჩული





დღე -დღესა  მისდევს,
ღამე-ღამესა.
წუთი-წუთს  მისდევს,
წამი-წამებსა.
ღმერთო  შემინდე,
რომ  წამოვედი.
ჩემ  სამშობლოდან,
უცხო  მხარესა.
გული ბობოქრობს,
არა  ჩერდება.
სულ  ელოდება,
კარგსა  ამბებსა.
რომ  ჩამოჰკრავენ,
სვეტიცხოველში.
გამარჯვებისა,
დედა-ზარებსა.


ათენი 9/3 2011წ.  თემურ  სისაური  [ჭალელი].



ზაური ფაცაციას ხსოვნას





შორი  გზიდან  მოაჭენებს,
თეთრ  ბედაურს  რაინდი.
სადაურსა  სად  წაიყვანს,
ბედი  ერთხელ  დაფიქრდით.
ჰეი  მთვარევ  გაუნათე,
მოსდებია  გარს  ბინდი.
იქ  ბებია  ელოდება,
დაჰკარგვია  თვალს  რიდი.
გაჭირვებით  წინდებს  უქსოვს,
ჩემს  შვილიშვილს  დავპირდი.
ბაბუა  კი  ბუხარს  ანთებს,
გააჩაღებს  კერიას.
რა  ხანია  ასე  ტკბილად,
არსად  არ  უმღერია.
ზაურ  შენი  დაბრუნება,
მასაც  დასიზმრებია.
აფხაზეთში  სტუმრის  მოსვლას,
ისევ  თბილად  ხვდებიან.



ვუძღვნი  ჩემი  მეგობრის  ხსოვნას,
რომელიც  საუბედუროდ,  ვერ  მოესწრო  თავის  სამშობლოში  დაბრუნებას.

ათენი.  17/6 2012წ  თემურ  სისაური.

ერეკლე მეორის ხსოვნას.





''ჩამოწვა  შავი  ღრუბელი,
დადგა  ქართლისა  თავზედა.
მეფეს  ამბავი  მოუდის,
მტერი  გამოჩნდა  გზაზედა.''
                                   ციტატა.
           
          მტერს  გაუმართავს  ფერხული,
          ქართლის  დაქცევას  ხარობენ.
          სადამდე  უნდა  უთმინოთ,
          ქართველნი  ამას  ამბობენ.
          წმინდა  სიონის  ტაძარში,
          მამულის  შველას  გალობენ.
          მეფე  ერეკლე  ერთგულნი,
          სამშობლოს  ბედზე  ზავობენ.
          ურჯულოებთან  საომრად,
          სხვა-დასხვა  ხერხებს  ხმარობენ.
          ყველა  კუთხისა  შვილები,
          მამულის  შველას  ჩქარობენ.
          არ  სძინავთ  მაღლა  არწივთა,
          ჩვენი  სამშობლოს  შვილებსა.
          რაი  გამოლევს  მთაშია,
          თავდადებულსა  გმირებსა.
          ლიქოკის  ჭალას  შეყრილან,
          ფშავ-ხევსურეთის  შვილები.
          ხევისბერ  უფალს  ავედრებს,
          გვიცოცხლე  ერის  შვილები.
          ან  გავიმარჯვოთ  ან  გავწყდეთ,
          ჯარს  ამწყალობებს  ბერდია.
          გწყალობდეთ  ლაშარის  ჯვარი,
          ჩვენი  მფარველი  ღმერთია.
          ხევისბრის  დამწყალობებას,
          ყურს  უგდებს  დინჯად  ჯარია.
          ერთი  აქვს  ყველას  საფიქრი,
          სამშობლო  მათი  ხატია.
          მამულის  გადასარჩენად,
          ყველას  სიკვდილი  სწადია.




              ათენი.19/2 2013წ.  თემურ  სისაური  [ჭალელი].


                  

           





Παρασκευή 7 Ιουνίου 2013

გიორგი სააკაძის ხსოვნას.






აშრიალებს  ნოსტეს,
ვერხვის  ფოთლებს  ქარი.
თავს  დაუდგავს  დევ-კაცს,
მუზარადი  შავი.
ელოდება  მარტყოფს,
შევარდენთა  ჯარი.
სამშობლოს  გულისთვის,
მტერს  შეაკლან  თავი.
უძილოა  ჯერაც,
არ  უხუჭავს  თვალი.
ულესია  წუხელ,
ჩვენს  გიორგის  ხმალი.
ერისთავთა ასულს,
ხელთუპყრია  ჯვარი.
უნდა  შეავედროს,
უფალს  შვილნი  ქმარი.
რუსუდანის  ლოცვა,
გაამხნევებს  გმირებს.
ქვეყნის  შესაწირად,
გააგზავნის  შვილებს.
იქ  მარტყოფის  ველზე,
დაუბერავს  ქარი.
არ  ჩერდება  ერთ  წუთს,
სააკაძის  ხმალი.
ერთი  დარტყმით  ლომმა,
ბევრს  გაუპო  თავი.
ქართველთ  მამულისთვის,
არ  დაზოგეს  კლავი.
შეალეწეს  მტერზე,
ისარი  და  ფარი.
დაამარცხეს  მარტყოფს,
მტრის  ურიცხვი  ჯარი.
შემოდგომის  სურნელს,
რა  სჯობია  ქართლში.
ქვემო-ჭალის  ღვინო,
მორაკრაკებს  ჯამში.
სააკაძის  ხსოვნას,
მუდამ  ვიტყვით  სმაში.
სადაც  გინდა  ვიყოთ,
ქეიფში  თუ  ხატში.




ათენი.25/2 2013წ.     თემურ  სისაური [ჭალელი].

                               საქართველო      ქვემო-ჭალა.


Πέμπτη 6 Ιουνίου 2013

ნინო ხეტაშვილის ხსოვნას






შენ  მერცხალი  ხარ  საქართველოსი,
გამოფრენილი  უცხო  მხარესა.
მაგრამ  მერცხლები  გაზაფხულობით,
უბრუნდებიან  თავის  არესა.
შენც  ხომ  გინდოდა  უკან  გაფრენა,
შენი  სიზმრების  ცხადად  ახდენა.
შენი  სამშობლოს  უფლად  ხატება,
შენიანების  გულის  დალხენა.
მაგრამ  ვაი  რომ  ძალა არა  გაქვს,
შეკვეცილი  გაქვს  ორივე  ფრთები.
ფრთების  წამოზრდას  დრო  დასჭირდება,
გასავლელი  გაქვს  რამდენი  წლები.
ბევრმა  ზამთარმა  და  გაზაფხულმა,
შემოგაცვითა  გულის  კარები.
შენი  ერისთვის  შენი შვილისთვის,
ისე  იწვოდი  როგორც  სანთელი.
არვის  ეტყოდი  შენს  გასაჭირსა,
თავსა  სწირავდი  ერთადერთ  შვილსა.
შენც  დაიღალე  ვეღარ  გაუძელ,
სამშობლოზე  დარდს,  ნაღველს  და  ფიქრსა.
გულით  ელოდა  შენი  ოჯახი,
უცხო  მიწაზე  შორს  წასულ  შვილსა.
ყველას  მოაკლდი  შვილსა  და-ძმებსა,
დედას  და  მამას   თვით  ქართლის  მთებსა.
შენ  მერცხალი  ხარ  საქართველოსი,
კვლავ  უბრუნდები  მშობელ  მხარესა.
ჯერ  ხომ  ადრეა  შენი  სიკვდილი,
რად  არისხებენ  გლოვის  ზარებსა.





ეს  ლექსი  მიუძღვენი  ჩემი  თანასოფლელის  ნინელი  ხეტაშვილის  ხსოვნას,  მსუბუქი  იყოს  საქართველოს  მიწა     მისთვის,     დაე  გაეთბოს  სამშობლოს  მონატრებული  დიდი  ქართველი
ქალბატონის  სული.





ათენი.7/7 2012წ. თემური  სისაური.  ქვემო-ჭალა.  კასპი.
                                           
                                                                                საქართველო.

სამშობლოს სადიდებელი.






მტერს  ახსოვდეს  რომ  ეს  მიწა,
ქართველთ  საბუდარია.
წმინდა  მარიამი  ჰფარავს,
მისი  ნაჩუქარია.
მოგვცა  რათა  გავამრავლოთ,
ჩვენ  ქართველთა  მოდგმა-ჯიში.
არ  დავტოვოთ  მოძმე  ჩვენი,
ჩავარდნილი  გასაჭირში.
დღეს  ერთმანეთს  მოვეფეროთ,
და  გავშალოთ  ცაზე  ნისლი.
პირადულზე  ნუ  ვიფიქრებთ,
არ  ვაკადროთ  ერთ-ურთს  ფინთი.
ქართველების  ნაღდ  ძმებთანა,
განვამტკიცოთ  ძმობის  ფიცი.
მტერს  კი  ტყვია  დავახვედროთ,
რასაც  დასთეს  იმას  იმკი.
მოვიგონოთ  მამულისთვის,
შეწირული  ყველა  შვილი.
მათ  სულების  სადიდებლად,
არ  დავკარგოთ  ბრძოლის  ჟინი.
მოვაშოროთ  მამულს  მტერი,
არ  დაუფრთხონ  გმირებს  ძილი.
დაუბრუნოთ  ჩვენ  სამშობლოს,
დაკარგული  ძველი  ხიბლი.





ათენი. 6/6 2011წ.  თემური.





Τετάρτη 5 Ιουνίου 2013

აფხაზეთი





ნეტავი  კიდევ  მაჩვენა,
შავი  ზღვა  თეთრი  გედები.
აყვავებული  სოხუმი,
ზღვაში  შესული  გემები.
ცაში  აჭრილი  მტრედები,
მშვიდობის  მოღუღუნები.
ქართველთ  და  აფხაზთ  სიმღერა,
ერთ  ხმაში  მოგუგუნები.
ღმერთმა  განაგოს  მის  ბედი,
და  იყოს  შეჩვენებული.
ვინაც  აჩხუბოს  ორი  ძმა,
არ  შეუშალოს  მათ  ხელი.
ცუდის  კეთებას  რა  უნდა,
კარგის  კეთება  არს  ძნელი.
კარგათ  დავფიქრდეთ  გავიგოთ,
ვინ  მოყვარეა  ვინ  მტერი.
დროა  ვისწავლოთ  გარჩევა,
კარგის  და  ცუდის  ჩამდენის.
ჩვენის  მტრებისა  წისქვილზე,
წყალი  დავასხით  რამდენი.
დროა  ავაგოთ  ხიდები,
აფხაზ  და  ქართველთ  ძმობისა.
უნდა  ავანთოთ  სანთლები,
ომში  დაღუპულთ  ხსოვნისა.
ვით  დაჭრილ  არწივს  აფხაზეთს,
თავს  დასცემიან  სვავები.
ჯიჯგნიან  ნაკუწ-ნაკუწად,
ასე  აქვთ  დანაბარები.
ნუ  ვეჩხუბებით  ერთმანეთს,
ნუ  ავივსებით  ბოღმითა.
თორო  ჩვენს  მიწას  ჰპატრონობს,
მტერი  მოსული  შორითა.
ერთ  დღეში  სხვას  ნუ  გადავცემთ,
რაც  რომ  ვაშენეთ  წლობითა.
და  უპატიჟო  სტუმართა,
ვერ  მოვიცილებთ  ოხვრითა.
აფხაზ  ძმათ  გვერდში  დაუდგეთ,
ამერ-იმერნო  ქართველნო.
საუკუნეთა  მანძილზე,
მრავალი  ჭირის  მნახველნო.
დროა  ავისხათ  აბჯარი.
ქართველთ  და  აფხაზ  გულადთა,
უნდა  დატოვონ  მამული,
მათ  უპატიჟო  სტუმართა.


ათენი.   12/9 2012წ.  თემურ  სისაური  [ჭალელი].

ცხრა აპრილი.




ცხრა  აპრილია  დღეს,
ეს  გული  ძლიერ  ძგერს.
თქვენი  სულების  ხსოვნას,
რა  დაგვავიწყებს  ჩვენ.
ქართველების  ერთობის,
ეშინია  მტერს.
მაგრამ  ეს  ავიწყდება,
ჩემს  პატარა  ერს.
პირველობის  სურვილი,
სისხლში  მოსდევს  ბევრს.
საქართველოს  მიწაზე,
გველეშაპი  წევს.
დღეს  თუ  არა  იცოდეთ,
ხვალ  გაიქნევს  ფეხს.
მერე  გვიან  იქნება,
ნუ  ვენდობით  ბედს.



ათენი.9/4 2013წ.  თემური  სისაური  [ჭალელი],

Τρίτη 4 Ιουνίου 2013

მეზობელო კარისაო.





მეზობელო  კარისაო,
სინათლე  ხარ  თვალისაო.
შენ  კი  ვერა  შეგატყვევით,
სურვილი  გაქვს  ამისაო.
ჩემს  მიწაზე  საზღვარს  მიგებ,
იმედი  გაქვს  ჯარისაო.
არ  იკმარე  რაც  დაღვარე,
სისხლი  ჩემი  ხალხისაო.
ერთმორწმუნედ  გვეფიცები,
არ  გეშინის  ხატისაო.
დაივიწყე  სიყვარული,
ქრისტიანი  მხარისაო.
ურჯულოებს  გადაურჩით,
იმედი  გვაქვს  თავისაო.
სამართალი  გაიმარჯვებს,
გულმართალი  კაცისაო.



                      ათენი. 4/6 2013წ.          თემური  სისაური.  საქართველო.
 ქვემო-ჭალა.  ისტორიული  საამილახვრო.

სამშობლოსათვის.


                                               


ნეტავი  კიდევ  მაჩვენა,
შავი  ზღვა,  თეთრი  გედები.
აყვავებული  სოხუმი,
ქართლის  გაშლილი  ველები.
                                  [ციტატა]






                                               პოლიტიკოსთა  უსუსურობამ,
                                               დაგვაკარგვინა  ჩვენ  აფხაზეთი.
                                               წართმეულია  დღეს  სამაჩაბლო,
                                               ქურთა,  ნიქოზი  და  აჩაბეთი.
                                               გავერთიანდეთ  მამულისათვის,
                                               რომ  არ  დავკარგოთ  ხვალ  ჯავახეთი.
                                               თითქოს  გაწყალდა  სისხლი  ძარღვებში,
                                               მოსულ  მტერს  ხელში  ხმლით  არა  ვხვდებით.
                                               შერყეულია  ციხის  გოდოლი,
                                               ბზარი  გაუჩნდა  ქართველთა  რწმენას.
                                               ღმერთიც  გაგვიდგა  არა    გვპატიობს,
                                               გადამეტებულ  ქეიფს  და  მღერას.
     
     
     
                                                                                          2013წ  ათენი.
                                                                                                   თემურ  სისაური  [ჭალელი].

                                 

Δευτέρα 3 Ιουνίου 2013

გიორგობის თვე.




გიორგობის  თვეო,
გულით  გინატრეო.
გაუთენე  ჩემ  ერს,
სიხარულის  დღეო.
გიორგობის  დღეო,
შენ  გაგვახარეო.
დაკარგული  მიწა,
კვლავ  დაგვიბრუნეო.
დაგვიბრუნე  ქართველთ,
სიყვარული  ძველი.
თუ  ერთად  ვიქნებით,
რას  დაგვაკლებს  მტერი.
გიორგობის  მადლი,
ჩემს  სამშობლოს  ფარავს.
ქართველების  სისხლი,
არ  შერჩება  მავანს.
საქართველოს  გმირებს,
აუსრულოთ  ნატვრა.
მათი  უკვდავება,
ჩვენზე  არის  ახლა.
თქვენ  შინდისის  გმირნო,
ნეტავ  ეხლა  სად  ხართ.
მტერთან  ომი  გშვენით,
დიდ  წინაპრებს  გავხართ.
არ  დაუთმეთ  ჩვენს  მტერს,
სახლი-კარი  ველი.
სამაჩაბლოს  მიწა,
სისხლით  არის  სველი.
ჩვენ  ბიჭების  საფლავს,
სულ  ნათელი  ადგას.
ელოდება  დედა,
თავის  შვილის  ამბავს.
დედის  გულში  შვილი,
ცოცხალია  მუდამ.
და  მათ  უკვდავებას,
გაფრთხილება  უნდა.
გიორგობის  დღეო,
შენ  გაგვახარეო.
დაკარგული  მიწა,
კვლავ  დაგვიბრუნეო.
                                            ათენი. 4/6 2013წ.  თემურ  სისაური  [ჭალელი]

Κυριακή 2 Ιουνίου 2013

დედა

                                   

დედა  შენს  ადგილს,  ქვეყანაზე  ვერავინ  შეცვლის,
იყავ  დღეგრძელი,  შენ  შვილების   გასახარელად.  
                                                                 ციტატა.

   მუდამ  გულით  დავატარებ,
   შენ  სიყვარულს  დედა.
   რაც  დრო  გადის  უფრო  მიჭირს,
   მემატება  სევდა.
   არ  არსებობს  ორი  დედა,
   არც  სამშობლო  ორი.
   სამშობლოდან  შორს  წასულებს,
   გვიორდება  გული.
   მაგრამ  სული  ერთი  გვიდგას,
   და ის  გვაძლევს  ძალას.
   საქართველო  უშენობა,
   ოხ  როგორა  მზარავს.
   ჩემო  დედა  ჩემო  მიწავ,
   თქვენ  ხართ  სულის  საზრდო.
   მაპატიე  ჩემო  დედავ,
   რომ  დაგტოვე  მარტო.
   შეიძლება  დაიღალოს,
   უსამშობლოდ  გული.
   მაგრამ  სული  მებრძოლია,
   ის  ქართული  სული.
   სუფთა  როგორც  მთის  ჩანჩქერი,
   მორაკრაკე  წყარო.
   საქართველო  შენ  ჩემს  გულში,
   მარგალიტი  ხარო.

ათენი.3/6 2013წ.    თემურ  სისაური  [ჭალელი].

უფალო შეგვინდე.

                 
                       

                                                                             
   
                                                   
          უფალო  შეგვინდე,
          მოგვეცი  საშველი.                                
          რატო  სტოვს  სამშობლოს,
          ამდენი  ქართველი.
          ადრე  თუ  ძალით,
          გვართმევდნენ  ენას.
          საეჭვოდ  ვთვლიდით,
          ჩვენს  გადარჩენას.    
          დღეს  კი  ჩვენ  თვითონ,
          ვივიწყებთ  ენას.
          და  პატივსა  ვცემთ ,      
          უცხოურს  ყველას. 
          ვივიწყებთ  უფალს,
          წინაპართ  რწმენას.
          წმინდანთა  სულებს,
          ვაკადრებთ  წყენას.
          და  თუ  დაკარგა,
          ქართველმა  რწმენა.
          ის  ხომ  ქართველად,
          აღარ  ითვლება.
          თუ  გადაჯიშდა,
          ქართული  სული.
          არც  საქართველო,
          აღარ  იქნება.
                                     ათენი.2/6 2013წ.  [ჭალელი].