Πέμπτη 20 Ιουνίου 2013

მურაზი სისაურის ხსოვნას




შენ  სისაურო  მურაზი,
ჭალას, თავკვერსა სწურავდი.
წმინდა  გიორგის  საყდრებსა,
ახალ  გუმბათებს  ჰხურავდი.
გვერდში  დაგიდგნენ  შენები,
ბიძაშვილ  მეგობრებია.
მეზობელ თანასოფლელნი,
მთელი  სოფელი  შენია.
ილო  გყავს  კიროთხუროი,
ბათილაშვილის  გვარისა,
სახლები  უშენებია,
ხალხი  მომსწრეა  ამისა.
ქვიშას,  ურევენ  საყდართან,
მიშა,  თამაზი  ჩვენია.
გურამი, კაკო,  ვასკია,
განთიადს  აქა  ხვდებიან.
ავთო,  რომო  და თამაზი,  .
ქვასა  ზიდავენ  ხევიდან.
თემო,  გოგლე  და  გურამი,
ქვების  მზიდავებს  ელიან.
რომ  მიაწოდონ ლოდები,
ხარაჩოებზე  დგებიან.
შიგნიდან  საყდარსა  ლესავს,
ნოდარი  სისაურია.
ლამაზ   ჩუქურთმებს  უკეთებს,
არ  დაიშურა  ხელია.
გარედან  ბათქაშს  აყრიან,
ცხონდეს   იმათი სულები,
გურამი  ჭეხაშვილი
და  გორჯოლაძე  ჟორაო.
არ  დაუკარგოთ  ბიჭებო,
არავის  თავის  შრომაო.
ალესა  გორჯოლაძესა,
წვლილი  მიუძღვის  ბევრია.
ისერგიშვილო  ბესიკა,
შენ  დაგელოცოს  ჭერია.
ნოდო  გეთაშვილს  აქებენ,
მებაღიშვილსა  ოთარის.
ბათილაშვილსა  ალიკას,
და  აბულაძე  ლევანის.
ბევრნი  ვიყავით  არ  მახსოვს,
ყველას  ჩამოთვლა  ძნელია.
მიშკა,  გელა  და ილია,
სისაურები  გვარადა.
ცუნცულა,  ტიტო,  ნოდარი,
ყველანი  მაშველ  ძალადა.
ნუგზარი  გახელაძეა,
სიხარულს  ვერა  მალავდა,
მურაზი  ჩვენი  საქმენი,
შვილებს  ექნებათ  ამბადა.
ტენტერაშვილი  ოთარა,
სუფრას  უხდება  თამადად.
ოქო,  ნუგზარა,  ალიკო,
ღვინოს  ასხავენ  თამამად.
ტარიელა  კი  ყანწს  დალევს,
სპირიდონს  აწვდის  ალავერდს.
ვინც  ვერ  ვახსენო  ამ  ლექსში,
წმინდა  გიორგი  ფარავდეს.
კარლო  ლექსს  ამბობს,  ჩააქსოვს,
მთა-ბარის  სიყვარულსაო
და  მოიგონებს  ბიჭებსა,
სამშობლოს  შეწირულსაო.
ზურიკო  მანჯიკაშვილსა,
მერაბი  გეთაშვილსაო.
ზურიკო  ნაცვლიშვილსა
და   ნიკო  ხუბაშვილსაო.
ბესიკა  ოთარაშვილსა,
ხსოვნა  უკვდავთა  სულსაო.
მათი  გმირობის  ამბები,
ჩცენც  გაგვიმაგრებს  გულსაო.
არ  დაევიწყოთ  ჩვენ  შვილებს,
ომის  ბიჭების  სახელი,
ხსოვნა  ეთქვათ  და აენთოთ,
მათ  საფლავებზე  სანთელი.
შენ  ჩემო  ძმაო  მურაზი,
ჩვენი  სოფლისთვის  ზრუნავდი,
დღედაღამ  სოფლის  ფიქრშია,
შენ  ვაჟკაცობას  სწირავდი.
ვინც  სოფლის  საქმე  აკეთა,
ხალხმა  კი  იცის  ვინც  არის,
წმინდა  გიორგი  მოწმეა,
ჩვენი  მსაჯული  ის  არის.
ვინც  კი  წავიდნენ  იმ  ქვეყნად,
ცხონდეს  იმათი  სულები.
ცოცხლებს  კი  აქ  გაუმარჯოთ,
გაევსოთ  ღვინის  ჭურები.
წმინდა  გიორგი  ჰფარავდეთ,
მათ  გაეზარდოთ  შვილები
და  გამოადგნენ  მამულსა,
გამრავლდნენ  ერის  შვილები.


ეს  ლექსი  მიუძღვენი,  დიდი  ქართველი  მამულიშვილის,  მურაზი  სისაურის  და  აწ  გარდაცვლილი  ჩემი  თანასოფლელების  ხსოვნას.
ცოცხლებს,  კი  უსურვებ  დიდხანს სიცოცხლეს  და  ჯამრთელობას,  ყველას  ჩამოთვლა  ფიზიკურად  შეუძლებელია,  რაზედაც  უხდი  ბოდიშს.

ათენი 8/5 2013წ.  თემურ  სისაური [ჭალელი].  ქვემო-ჭალა.
                                                                  საქართველო.  თბილისი.
















Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου