Πέμπτη 20 Ιουνίου 2013

შატილი


სისხლის  ყივილი  გავიგე,
მეძახის,  ჩემი  შატილი,
წუხელ  სიზმარში  ჩამესმა,
ხევსურთ  ღრეობა  ნამდვილი.
ჩემი  სუნთქვაა შატილი,
ჩემი  წინაპართ  ნაწილი,
ჩემი  სიცოცხლე,  სიკვდილი,
ჩემი  ბებიის  მანდილი.
სამშობლოს  გადასარჩენად,
ბევრი  სისხლი აქვთ  დაღვრილი.
შუაღამისას  როდესაც,
სოფელსა  სძინავს  ღრმა  ძილით.
გარეთ  გამოვლენ  საფიხვნოს,
ჩემი  პაპების  აჩრდილნი.
ეტყობათ  ნაიარები,
მტერთან  ბრძოლაში  დაჭრილნი.
ფერს  არ  შაიცვლის  არასდროს,
ამაყი  მთისა  არწივი.
საომრად  ემზადებიან,
უნდა  ალესონ  მახვილი.
კოშკებზე  ცეცხლი  აანთეს,
ისმის  მეგზურის  ძახილი,
მძინარეს  მტერი  დაგვეცა,
უნდა  დავიცვათ  რძალ-შვილი.
აჩქარდნენ  ხევსურთ  ვაჟები,
ომს  აღარ  უნდა  ჯახირი,
ერთი  ნატვრა  აქვთ  მათ  გულებს,
შეაბან  მტერსა  აღვირი.

ათენი. 21/6 2013წ.  თემურ  სისაური [ჭალელი]. თბილისი.

Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου