Τετάρτη 3 Δεκεμβρίου 2014

                                     






                       
           





























             

           





































           
           
                             ჩემს  ქვემო-ჭალას




                 გავხედავ  გაღმა  ჯვარის  ტყისაკენ,
                 გაღვიძებიათ  მძინარე  იებს.
                 მათი  სურნელი  დაატკბობს  სოფელს,
                 დიდება  ომში  დაღუპულ  გმირებს.
                                                             ციტატა.







                 დაბლა  ლეხურის  ჭალებში,
                 ადიდებულა  მდინარე.
                 შეშინებიათ  ტირიფებს,
                 მარტი იშუშებს  იარებს.
                 გარემო გაცოცხლებულა,
                 ჭინჭველა  საგზალს  იმზადებს.
                 ღმერთო მშვიდობა  მოგვეცი,
                 გლეხკაცი ამას  ინატრებს.
                 მომახვნევინა მინდვრები,
                 პურის  ყანები იხარებს.
                 ჟუჟუნა  წვიმა  მოვიდეს,
                 ასი  ათასად  იმრავლებს.
                 გაღვიძებულა ბუნება,
                 თენდება,  მალე ინათებს.
                 ნიშა, ნიკორა  გაზდილან,
                 ხარებს  უღელში  შეაბმევს.
                 ტყიდან მორს  ჩამაიტანენ,
                 მოსავალს  დააბინავებს.
                 ყურძენსაც  დაჰკრეფს,  დასწურავს,
                 ქვევრ-მარანს  აახმიანებს.
                 ზამთარში  ბუხარს  აანთებს,
                 ფანდურსაც  ააჟღრიალებს.
                 გალესავს   პაპის  ფრანგულსა,
                 მზის  შუქზე  ააბდღვრიალებს.
                 როგორც   არწივი   მთისაი,
                 გვერდს  შამაისხავს  პატარებს.
                 ასწავლის  ქვეყნის  სიყვარულს,
                 საომრად  დააფრთიანებს.

             ამ  ლექსს  ვუძღვნი  ჩემს  სოფელს და  თანასოფლელებს,
             შორეული  საბერძნეთიდან  დიდი  სიყვარულით.

     
     
       ათენი 4/12 2014წ   თემურ  სისაური  [ჭალელი].
                               
                   
                               სამშობლო


                  ხევსურეთს  მაცნე  მავიდა,
                  თან  მაიტანა  ამბავი,
                  მტერი  დაგვეცა  თბილისსა,
                  ქვიშაზედ  ბევრი, მრავალი.
                  სანაგის  საჯარეზედა,
                  ლაშქარს  იბარებს  სანაგი.
                  გიგა გიგაურ მოსულა,
                  გაუტეხელი მაგარი.
                  შიოლა სამხარაული,
                  სახელიანი ვაჟკაცი,
                  ბევრი უხოცავთ ურჯულო,
                  გაუცვეთნიათ ფარ-ხმალი.
                  ძმები  ბურდულნიც  გამოჩნდნენ,
                  სწრაფნი  ვით  კლდისა  აფთარნი,
                  გზა  დაულოცეს  ძმადნაფიცთ,
                  ჰშვენით  თოფი  და  ხანჯალი.
                  მთიელთ სიწმინდე  სამია,
                  სამშობლო, ხატი, სახლ-კარი,
                  მტრისა და მოყვრის დახვედრა,
                  სამსჯავროს   წარსდგნენ  მართალნი.
                  ხმალას, ანატორს, ლაშარსა,
                  შასთხოვენ  გამარჯვებასა.
                  კოპალას, გუდანს, ხახმატსა,
                  სამშობლოს  გადარჩენასა.
                  საბრძოლოდ  დროშას  შეაბავს,
                  სანაგი  სისაურიო,
                  დაულაშქრია  ქისტეთი,
                  ქვა და რკინაა  გულიო,
                  მამაცი,  თავდადებული,
                  თავისი  კუთხის  შვილიო,
                  მაიგონებენ  ხევსურნი,
                  მამულს  შესწირა  სულიო.
                  საომრად  გამზადებულა,
                  ფშავ-ხევსურეთის  ჯარიო,
                  წინ  დროშა  გამაიმძღვარეს,
                  წინაპართ  ნაომარიო.
                  ქუდზე  კაც  მოდის,  უხდებათ,
                  ჯაჭვის  პერანგი  შავიო,
                  თავი  შასწირონ  მამულსა,
                  არ  შაარცხვინონ  გვარიო.          
                  არა ჰყოლიათ ბატონი,
                  არც  თვისი  არცა სხვანიო,
                  მეფის ერთგულნი არიან,
                  საქართველოსი  ფარიო.


               
ათენი 4/12  2014წ.     თემურ  სისაური [ჭალელი].
               


Σάββατο 15 Μαρτίου 2014

ჩემს საქართველოს

                               

          ქართველთა  რწმენის  დიდი  აკვანი,
          სვეტიცხოველი  წმინდა  სავანე. 
          უფლისა  მადლი არ მოგვაკლდება,
          კაცთმოყვარება  თუ  არ  დავკარგეთ.
          სუფთა  გულით  და  უფლის  პატივით,
          უშენებიათ  ჩვენ  დიდ  წინაპრებს.
          ცას  გადაივლის  შავი  ღრუბელი,
          ქართველთა  ჯიში  კვლავაც  იმრავლებს.
          სანთელს  აუნთებთ  სამშობლოს  გმირებს,
          და  ცხრა  აპრილის  იმ  შავბნელ  ღამეს.
          ჩეხეს  უმოწყლოდ  მათი  სხეული,
          მაგრამ  მათ  სულებს  ვერა  დააკლეს.
          თავისუფლების  ის  ნაპერწკალი,
          მათ  გულებში  ხომ  ცეცხლად  აინთეს.
          ვერ  გაანელა  ის  ცეცხლი  ტყვიამ,
          შიშის  სინდრომი   მათ  დაამსხვრიეს.


                                   ათენი  16/3 2014წ
                           თემო  სისაური  [ჭალელი]

Τρίτη 27 Αυγούστου 2013

ვახტანგ მეექვსის ხსოვნას

ვახტანგ მეფე  ტახტზე  იჯდა,
რომ  დაიპყრეს  ოსმალთ  ქართლი.
წელში  გაწყდა  გლეხ-კაცობა,
დაუწესეს  დიდი  ხარკი.
აღარ  იყო  ერთიანი,
ის  ძლიერი  საქართველო.
სამ  სამეფოდ  გაყოფილა,
ქართლ,  იმერეთ,  საკახეთოდ.
ვახტანგ  იყო  ნიჭიერი,
მწიგნობარი,  გულით  რკინა.
მტერს  მახვილი  შეაგება,
ერს  გმირულად  ედგა  წინა.
ერთი  სული,  ერთი  გული,
რომ  არ  იყო  ბრძოლის  ველზე.
ოსმალებმა  დრო  იხელთეს,
ინადირეს  ქართველებზე.
გაუყენეს  სტამბოლის  გზას,
ბედკრულ  საქართველოს  შვილნი.
მეფეს  გვერდში  არ  დაუდგნენ,
შანშე  ერისთავი,  გივი.
შანშე  ქსნის ერისთავ  იყო.
გივი  თავადი  ქართლისა.
სასახლე   ჭალას  ჩაუდგავს,
და  სხვილოსციხე  მთისძირსა.
მუხრანიდან  ლიახვამდე,
ამილახვარ  განაგებდა.
გორის  ციხის  მოურავი,
ქართლში  საქმეს  აგვარებდა.
ლარგვისიდან  ერისთავებს,
დაბლა  ჩამოუვაკიათ.
ქსანზე  შანშეს  ახალგორში,
სახლი,  ციხე  აუგია.
გივი  შანშეს  წაეკიდა,
შანშე  კიდევ  აქეთ  გივის.
მამულები  ვერ  გაიყვეს,
ქართლი  კიდევ  ცეცხლში  იწვის.
თუმცა  მეფეს გვერდში  ჰყავდნენ,
ზოგიერთი  თავადები.
ერი,  ბერი,  ქალი,  კაცი
მტერს  ებრძოდნენ  თავდადებით.
რომ  შეხედა  ვახტანგ  მეფემ,
ნადგურდება  მისი  ერი.
ვინც  გადარჩა  მთას  გახიზნა,
რუსეთს  გააჭენა  ცხენი.
შვილებიც  ხომ  ვახტანგს  გაყვნენ,
ვახუშტ,  ბაქარ  და  გიორგი.
ათას  შვიდას  ოცდაოთხში,
იმღვრეოდა  კვლავ  იორი.
მუხას  მუმლი  დახვეოდა,
დრო  არ  იყო  დიდი  ფიქრის.
ქართლი ნასოფლარად  იქცა,
ჩვენი  მეფე  რუსეთს  იცდის.
მოსკოვს  ბინას  დაიდებენ,
ვახტანგ  მისი  ერთგულები.
რუსთა  მეფის  მოლოდინში,
ბეჭდეს  წიგნი,  რვეულები.
მოსკოვს  დავით  გურამიშვილს,
სიხარულით  დახვდა  მეფე.
გამარჯვების  სადღეგრძელო,
ჩვენი ატენურით  შესვეს.
დავით  ლეკებს  გამოექცა,
ტყვეობიდან  ყუბანს  მირბის.
უბრძოლია  სამშობლოსთვის,
ლექსად  დაუწერავს  წიგნი.
ლამისყანას  სატრფო  ელის,
თვითონ  უკან  ვეღარ  მიდის.
ვახტანგმა  წიგნი  დაწერა,
ქართული   სამართლისაო.
ვახუშტიმ  რუკა  დახაზა,
ქართველთა  მთა-ბარისაო.
მეფის ამალას  ქართველებს,
მოეძალათ  სახლზე  ფიქრი.
დაიღალნენ  უსამშობლოდ,
მოენატრათ  ცოლი,  შვილი.
რომ  წავიდა  მეფე  რუსეთს,
მიატოვა  სრულად  ქართლი.
გივიმ,  შანშე  ერისთავმა
მერე  იგრძნეს  მისი  ფასი.
შეაწუხა  მათ  ნამუსმა,
ვახტანგს  გაუგზავნეს  კაცი.
წერილები  გაატანეს,
მეფევ  წყენა  შეგვინდევი.
საქართველოს  სადიდებლად,
ისევ  მუშტად  შევიკვრებით.
მოდი  მეფევ  ქართლს  მოხედე,
დაგიდგებით  გვერდში  ძმურად.
მათ  გულებში  ძველებურად,
სიყვარულმა  დაიბუდა.
ქსანზე  თურქებს  ხმალი  დასცეს,
დიდმა  შანშემ  დაიქუხა.
ქსან-ლიახვზე  ვაჟკაცთ  ბრძოლით,
ყველა  ციხე  დაიბრუნა.
შანშემ  ძლიერ  გაიხარა,
როცა  გივი  ძმად  იგულა.
გორის  ციხეს  გივი  ბრძოლობს,
ლომ  კაცია  ქუდი  ჰხურავს.
დაუწყვია  ამილახვარს,
ურიცხვ  მტერთან  ქართლელთ  ჯარი.
ერთი  ხუთზე  გაიმარჯვებს,
გადმოჰხედავთ  გორის  ჯვარი.
წინ  შეუძღვნენ  გორის  ციხეს,
ჯარს  გივი  და  მამუკაი.
გვერდში  ჰყავდა  მუხრანბატონს,
ასი  უშიშარი  ყმაი.
უბრძოლია  მამუკასაც,
მარჯვედ  უქნევია  ხმალი.
ოსმალებზე  ჯავრ  იყარეს,
წითლად  შეუღებავთ  მტკვარი.
მტრისა  რისხვად  არ  ჩერდება,
ამილახვრის  სატევარი.
ომიც  იცის,  ძალაც  მოსდევს,
არ  ეღლება  ვაჟკაცს  კლავი.
გაიმარჯვეს  ქართველებმა,
ღვთიშობლისა  რეკავს  ზარი.
მტკვრის  პირს  სუფრა  გაუშლიათ,
ქართლში  ღვინობისთვე  არის.
ეყოთ  ქართველთ  ხმლის  ტრიალი,
ეხლა  შეჯიბრი  აქვთ  სმაში.
საქართველოს  დღეგრძელობის,
გამოსცალა  გივიმ  ყანწი.
თუ  გამთელდა  ქართველთ  ერი,
ვერ  დაგვაკლებს  ვერას  მტერი.
გამარჯვება  მიულოცეს,
ქსანზე  შანშე  ერისთავსა.
მეფეს  წერილი  მისწერეს,
მოდი  უპატრონე  ქართლსა.
ვახტანგ  მეფე  არ  ჩამოდის,
ელოდება  რუსის  ჯარსა.
და ლოდინში  უსასრულოდ,
თავს  შესწირავს  ქვეყნის   ხსნასა.


ათენი  27/8 2013წ  თემურ  სისაური [ჭალელი]
                                                ქვემო-ჭალა  თბილისი.  


ამ  ლექსს  უძღვნი  სამშობლოს   მოსიყვარულე,  თავისუფლებისათვის  მებრძოლთა  სულების  ხსოვნას.



Πέμπτη 22 Αυγούστου 2013

ზურიკო ნაცვლიშვილის ხსოვნას.

სადა  ხარ  ზურავ  ჭალელო,
მაგ  შენი  თბილი  გულითა.
შენი კაცური  სიკვდილით,
მტერიც  გასტეხე  სულითა.
აფხაზეთისა  მიწაზე...
იბრძოდი  წრფელი  გულითა.
ვაჟკაცობა  და  გმირობა,
ქართველებს  მოგვდგამს  რჯულითა.
ცხრამეტი  წლისა  წახვედი,
ოცი იქ  გადაიხადე.
შენი  სიკვდილით  მერცხალო,
ქართველთ  მიეცი  სილაღე.
ასმეთაური  იყავი,
ასმაგად  თავსა  სწირავდი.
ომი  ქორწილი  გეგონა,
ტყვიების ცეცხლში  ფრინავდი.
ქართველთა   შემგინებელთა,
როგორც  ყანასა  სცელავდი.
ჩვენი  სამშობლოს,  ბედზე  და
მის  მომავალზე  ღელავდი.
მტერთან  პირისპირ  შეხვედი,
შორს  იყო  შენთან  შიშია.
არ  დაიჩოქებს  არასდროს,
ქართული  გენი,  ჯიშია.
ტამიშთან  ჩაქრა  სიცოცხლე,
ვახ  მე  სათქმელად  ძნელია.
პირნათლად  წარსდეგ  სამსჯავროს,
ერთხელ  არ  დაგიკვნესია.




ეს  ლექსი  მიუძღვენი  ჩემი  დეიდაშვილის,  ზურა  ნაცვლიშვილის  და  მასთან  ერთად,  საქართველოს  ერთიანობისთვის,  დაღუპულთა  სულების  ხსოვნას,  ნათელში  ამყოფოს  უფალმა  მათი  სულები.


ათენი  22/8  2013წ.  თემურ  სისაური  [ჭალელი]   ქვემო-ჭალა.

საქართველო.

Τρίτη 13 Αυγούστου 2013

ყაყაჩოები შინდისთან

 ციტატა

ყაყაჩოები  შინდისთან,
სისხლისფრად  შეღებილიყო.
ჩვენი  ბიჭების  საფლავზე,
იები  ამოსულიყო.









   დილით,  ლიახვი  გაღვიძებთ
მოგიტანთ  ახალ ამბავსა.
ხელ-პირსაც  დაგაბანიებთ,
დაგალევინებთ  ცივ  წყალსა.
დღისით  მზე  გათბობთ,  გეხვევათ,
გადაგატარებთ  ზამთარსა.
ღამე   კი  მთვარე  გინათებთ,
მოჰყვება  ტკბილსა  ზღაპარსა.
როდის  გასვლია  მართალი,
მგელთანა  ცხვრისა  ბატკანსა.
ომი,  გმირულად  სიკვდილი,
არჩიეთ  მუდამ  ჩაგვრასა.
სანამ  იცოცხლებს  ქართველი,
თქვენც  ხომ  ცოცხლები  იქნებით.
თუ  დავიყავით  ცალ-ცალკე,
მოგონებები  ვიქნებით..
საღამოს  როცა  მზე  ჩადის,
ნანას გიმღერენ  ველები.
და  ღუღუნებენ  ტკბილს  ხმაზე,
ლიახვს  მშვიდობის  მტრედები.
ყაყაჩოები  შინდისთან,
სისხლისფრად  შეღებილიყო.
ჩვიდმეტი  გმირის  საფლავზე,
იები  ამოსულიყო.












თემურ  სისაური  ათენი.  
14/8  2013წ.

Πέμπτη 1 Αυγούστου 2013

აქ ხომ პატარა საქართველოა.

ვის  არ  შეხვდებით  ომონიაზე,
შალვას,  თამარის,  ლიას  თუ  გივის.
აქ  ხომ  პატარა  საქართველოა,
მეგობრის  ნახვა  გვავიწყებს  ტკივილს.
არვინ  არ  იცის  ვინ  როდის  წავა,
წლები  მიფრინავს  ვით  ცაზე  ნისლი.
უნდა  დავბრუნდეთ   მშობელ  მიწაზე,
ჩვენ  საქართველო  რამდენს  დაგვიცდის.
რა  დაგვავიწყებს იმ  პირველ  დღეებს,
როცა  მოვედით  საბერძნეთს  მზიანს.
მონატრებულებს  ჩვენს  ახლობლებზე,
ჩაგვძინებია  გაუხდელს  მტირალს.
ვინც  არ  ყოფილა  უცხო  მხარეში,
ის  ვერ  გაიგებს  ჩვენს  გულის  ტკივილს.
ოჯახის  რჩენა  თავს  აგვიღია,
ჩვენი  სიცოცხლე  არაფრად  გვიღირს.
დღენი  გარბიან  ელვის  სისწრაფით,
დროც  კი  არა  გვაქვს  განსჯის  და  ფიქრის.
მოგვნატრებია  ჩვენი  მთა-ბარი,
ქართული  სუფრა,  ცოცხალი  ივრის.
თუ არ დავბრუნდით  მშობელ  მიწაზე,
მტკვარი,  რიონი  უჩვენოდ  ივლის.
რომ  შეგვაწუხებს  სისხლის  ყივილი,
ვეღარ  დაუცდით  მომავალ  ივლისს.
ჩვენი  ცხოვრება   ხანმოკლე  არის,
ვინ  გვეკითხება  უფალი  ითვლის.
სამშობლო  ჩვენი  მშობელი  არის,
განა  სიცოცხლე  არა  ღირს  მისთვის.
შენ  საბუდარო  არწივებისა,
დედა  თბილისო   სასახლევ  ისნის.
დიდგორის  ველზე  დაღამებისას,
წინაპართ   ხმლების   ჟღრიალი
                                                  ისმის.
                                                                                           






1/8.  2013წ  ათენი  თემურ  სისაური.  თბილისი.