ხევსურეთს
შენი ნახვა მსურს, შენი სიკეთე,
შენც მოგერია ვაგლახ სიბერე.
მაგრამ უფალი შენ არ გაგწირავს,
საქართველოსთვის კარგს გაიმეტებს.
შატილი, მუცო, ლიქოკი, აჭე,
თუ ქართველი ხარ მიდი და ნახე.
სხვაგან სად არის ასეთი მხარე,
ბევრი ვიარე ვერსად ვერ ვნახე.
ხევსურის ხმალი, შევარდენთ ბუდე,
არ დაიდგავდა არავის უღელს.
ბევრი უხოცავთ მტერი მოსული,
ნათელი ადგათ წინაპართ სულებს.
მიტოვებული მშობელი მხარე,
ამაოდ ელის თავისა შვილებს.
ერთ წუთსაც ალბათ არ
იცოცხლებდნენ,
წამოეხედათ დაღუპულ გმირებს.
დღეგრძელი იყავ ჩვენო სამშობლოვ,
სადაც არ ვიყოთ შენზე ვილოცებთ.
მომნატრებია ამაყი მთები,
სისხლი და ხორცი, ხევსური ძმები.
30/5 2015წ ათენი.
თემურ სისაური.
შენც მოგერია ვაგლახ სიბერე.
მაგრამ უფალი შენ არ გაგწირავს,
საქართველოსთვის კარგს გაიმეტებს.
შატილი, მუცო, ლიქოკი, აჭე,
თუ ქართველი ხარ მიდი და ნახე.
სხვაგან სად არის ასეთი მხარე,
ბევრი ვიარე ვერსად ვერ ვნახე.
ხევსურის ხმალი, შევარდენთ ბუდე,
არ დაიდგავდა არავის უღელს.
ბევრი უხოცავთ მტერი მოსული,
ნათელი ადგათ წინაპართ სულებს.
მიტოვებული მშობელი მხარე,
ამაოდ ელის თავისა შვილებს.
ერთ წუთსაც ალბათ არ
იცოცხლებდნენ,
წამოეხედათ დაღუპულ გმირებს.
დღეგრძელი იყავ ჩვენო სამშობლოვ,
სადაც არ ვიყოთ შენზე ვილოცებთ.
მომნატრებია ამაყი მთები,
სისხლი და ხორცი, ხევსური ძმები.
30/5 2015წ ათენი.
თემურ სისაური.
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου