თოვლი მოსულა წუხელ
თოვლი მოსულა წუხელ,
გათეთრებულა მთები.
ნისლი ჩამოწვა ხევში,
სულ დაკარგულა გზები.
გავხედავ ვიწრო ბილიკს,
არვინ არა ჩანს მხსნელი.
თოვლის საფარი მაწევს,
შენს შველას რატო ველი..
ვიცი არ მიმატოვებ,
მეგობარი ვარ შენი.
ფიცი გვითქვია ძმობის,
გადაგვიჭრია ხელი.
სიყვარულს გვასწავლიან,
ეს მშობლიური მთები.
მეგობრის გვერდში დგომას.
წინაპართ ლეგენდები.
15/5 2015წ ათენი
თემურ სისაური.
თოვლი მოსულა წუხელ,
გათეთრებულა მთები.
ნისლი ჩამოწვა ხევში,
სულ დაკარგულა გზები.
გავხედავ ვიწრო ბილიკს,
არვინ არა ჩანს მხსნელი.
თოვლის საფარი მაწევს,
შენს შველას რატო ველი..
ვიცი არ მიმატოვებ,
მეგობარი ვარ შენი.
ფიცი გვითქვია ძმობის,
გადაგვიჭრია ხელი.
სიყვარულს გვასწავლიან,
ეს მშობლიური მთები.
მეგობრის გვერდში დგომას.
წინაპართ ლეგენდები.
15/5 2015წ ათენი
თემურ სისაური.
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου