დედის ავლებულ ჩურჩხელებს
დედის ავლებულ ჩურჩხელებს,
შორს საბერძნეთში წავიღებ.
ვინც შეჭამს დაილოცება,
სამშობლოს სიტკბოს გაიგებს.
შევყურებ დედის ნახელავს,
ცრემლები დენას დამიწყებს.
წინ მიდგას დედის სურათი,
შვილების ლოცვას არ იკლებს.
დავდივართ უცხო მიწაზე,
შევხვდებით რამდენ მაისებს.
ღმერთო მშობელი გვიცოცხლე,
ჩვენს განშორებას რომ ითმენს.
8.12/2015წ ათენი. თემურ სისაური
[ჭალელი].
დედის ავლებულ ჩურჩხელებს,
შორს საბერძნეთში წავიღებ.
ვინც შეჭამს დაილოცება,
სამშობლოს სიტკბოს გაიგებს.
შევყურებ დედის ნახელავს,
ცრემლები დენას დამიწყებს.
წინ მიდგას დედის სურათი,
შვილების ლოცვას არ იკლებს.
დავდივართ უცხო მიწაზე,
შევხვდებით რამდენ მაისებს.
ღმერთო მშობელი გვიცოცხლე,
ჩვენს განშორებას რომ ითმენს.
8.12/2015წ ათენი. თემურ სისაური
[ჭალელი].
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου