სხვა სიმდიდრე არ მინდა
ვზივარ მარტო აივანზე,
და გავცქერი პარნინთას.
დავიღალე საბერძნეთში,
კიდევ ვნახავ მთაწმინდას...
წლები გარბის, ვერ ვეწევი,
სიჭაბუკე გაფრინდა.
როგორ მინდა მე სიცოცხლე,
რომ დავიწყო თავიდან.
ვიქნებოდი ჩემს მიწაზე,
სხვა სიმდიდრე არ მინდა.
ჩემი ერის სუნთქვა ვიგრძნო,
იავნანა ნანინა.
მოვირბინო მთა და ბარი,
ღვინო შევსვა ჯამიდან.
ვადღეგრძელო საქართველო,
სხვა სამშობლო არ მინდა.
მოვეფერო მშობელ დედას,
გვიმღეროდა ნანინას.
ავაყვავო ჩემი მხარე,
ძალა მომცა ხარისა.
დავიღალე უცხოეთში,
სიჭაბუკე გაფრინდა.
მეგობრები გვერდში მყავდეს,
სხვა სიმდიდრე არ მინდა.
8/8 2015წ.
თემურ სისაური.
ვზივარ მარტო აივანზე,
და გავცქერი პარნინთას.
დავიღალე საბერძნეთში,
კიდევ ვნახავ მთაწმინდას...
წლები გარბის, ვერ ვეწევი,
სიჭაბუკე გაფრინდა.
როგორ მინდა მე სიცოცხლე,
რომ დავიწყო თავიდან.
ვიქნებოდი ჩემს მიწაზე,
სხვა სიმდიდრე არ მინდა.
ჩემი ერის სუნთქვა ვიგრძნო,
იავნანა ნანინა.
მოვირბინო მთა და ბარი,
ღვინო შევსვა ჯამიდან.
ვადღეგრძელო საქართველო,
სხვა სამშობლო არ მინდა.
მოვეფერო მშობელ დედას,
გვიმღეროდა ნანინას.
ავაყვავო ჩემი მხარე,
ძალა მომცა ხარისა.
დავიღალე უცხოეთში,
სიჭაბუკე გაფრინდა.
მეგობრები გვერდში მყავდეს,
სხვა სიმდიდრე არ მინდა.
8/8 2015წ.
თემურ სისაური.
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου